Enable Javascript to view this websiteმომსახურების წესები და პირობები • Melon

მომსახურების წესები და პირობები

სალამი! მოხარული ვართ, რომ დაინტერესდით Melon.ge-ით (მომავალში “Melon”, “მელონი“ ან “ჩვენ“, “ჩვენი”). თქვენ კითხულობთ ჩვენი სერვისით სარგებლობის წესებსა და პირობებს (მომავალში „შეთანხმება“, “წესები და პირობები“). სერვისით სარგებლობის წესების თანახმად  “თქვენ“, “სტუმარი”, “მომხმარებელი“, “მყიდველი“, “გამყიდველი” გულისხმობს ადამიანს, რომელიც სარგებლობს მელონის სერვისით.

თუ თქვენ აპირებთ საკუთარი ონლაინ მაღაზიის შექმნას ან სხვისი მაღაზიიდან პროდუქციის შეძენას ან ნებისმიერი სხვა გზით ჩვენი პლატფორმის გამოყენებას, ყურადღებით წაიკითხეთ სერვისით სარგებლობის წესები. იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ ეთანხმებით მოცემული წესებიდან რომელიმეს, თქვენ გეკრძალებათ ჩვენი სერვისით სარგებლობა.

ნებისმიერ შემთხვევაში თუ თქვენ სარგებლობთ მელონის სერვისით, ეს ავტომატურად ნიშნავს მოცემულ წესებზე თანხმობას.


ზოგადი წესები და პირობები

დაურეგისტრირებელ მომხმარებლებს (“სტუმარი“) შეუძლიათ დაათვალიერონ ან მიიღონ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩვენი პლატფორმიდან და ასევე შეიძინონ მათთვის სასურველი პროდუქტი (თუ რომელიმე მაღაზია არ მოითხოვს რეგისტრაციას).

რეგისტრირებულ მომხმარებლებს, ანუ მათ ვინც მელონზე შექმნა “ანგარიში”, შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ პროდუქტი მარტივად, დაიმახსოვრონ პროდუქტი, გამოიწერონ კონკრეტული მაღაზია, შეინახონ მისამართი და ა.შ.

დარეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია ერთდროულად იყოს მყიდველიც და გამყიდველიც.

გამყიდველებს შეუძლიათ ინფორმაციის შეტანა, სურათების და ნებისმიერი სახის ინფორმაციის განთავსება მათი მაღაზიისა და პროდუქციის შესახებ (“კონტენტი“). აქედან გამომდინარე გამყიდველი არის პიროვნება რომელიც არის პასუხისმგებელი ატვირთულ კონტენტზე.

იმ შემთხვევაში თუ გამოიყენებთ კონტენტს, რომელიც ნეგატიურად აისახება ჩვენს ბრენდზე ან პირებზე ვინც ჩვენი სერვისით სარგებლობს, ეს კონტენტი წაიშლება.

მელონს აქვს უფლება შეიტანოს ცვლილებები ან წაშალოს ნებისმიერი სახის კონტენტი, რომელიც ჩვენი სერვისით სარგებლობის წესებს არ შესააბამება.

მოცემული წესების თანხმობის შემთხვევაში, თქვენ აძლევთ მელონს უფლებას გააზიაროს ან გამოიყენოს თქვენი კონტენტი უცვლელად, მაღაზიის სახელის მითითებით (მაგ: გააზიაროს სოციალურ ქსელში პროდუქტის ფოტო და აღწერაში მიუთითოს მფლობელი მაღაზიის დასახელება და ბმული).


ანგარიში

რეგისტრაციით, ანუ “ანგარიშის” შექმნით, თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ მინიმუმ 18 წლის, ან და ვებ საიტს სტუმრობთ და წესებს ეცნობით კანონიერ მეურვესთან ერთად.

თქვენ ვალდებული ხართ, რეგისტრაციისას მიუთითოთ სწორი ინფორმაცია (“სარეგისტრაციო ინფორმაცია”) და მუდმივად განაახლოთ იგი ცვლილებების შემთხვევაში.  

მელონს აქვს უფლება შეაჩეროს ან წაშალოს ნებისმიერი ანგარიში გაფრთხილების გარეშე, ნებისმიერი მიზეზით, ჩვენი შეხედულებისამებრ.

ანგარიშის მფლობელი არის პასუხისმგებელი თავის ანგარიშთან დაკავშირებულ კონტენტზე და ავტორიზაციაზე. მან უნდა შეინახოს პაროლი დაცულად. პაროლის დაკარგვის და მეილით ვერ აღდგენის შემთხვევაში ჩვენ ვირიდებთ ყველა პასუხისმგებლობას, თუმცა ვეცდებით დახმარებას, კონკრეტული პირის იდენტიფიკაციას თუ ეს უტყუარად იქნება შესაძლებელი რაიმე გზით.

რეგისტრაციის პროცესი ავტომატიზირებულია და მელონი ვერ გააკონტროლებს კონკრეტულ მომენტში მისცეს კონკრეტულ პირს რეგისტრაციის უფლება თუ არა. ამიტომ, თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე მომხმარებელი ან და მაღაზია არღვევს თქვენს უფლებებს, გთხოვთ დაარეპორტოთ. ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ყველა საჩივარს!

ანგარიშის შექმნით თქვენ ასევე ადასტურებთ, რომ არ ატვირთავთ ჩვენს საიტზე ვირუსებს ან და რაიმე სხვა მავნებლურ კოდს.


მყიდველი

მყიდველი პასუხისმგებელია სარეგისტრაციო და შესყიდვის ორდერზე შეყვანილი ინფორმაციის სიზუსტეზე.

მყიდველი ვალდებულია პროდუქციის შესყიდვამდე გაეცნოს მიწოდებისა და უკან დაბრუნების პირობებს.

მყიდველს თანხა მომენტალურად არ ეჭრება ანგარიშიდან. თავდაპირველად ხდება თანხის დაბლოკვა და ჩამოჭრა ხდება ორდერის შესრულების შემდეგ.

მყიდველს შეუძლია გააუქმოს შეკვეთა და მოითხოვოს თანხის უკან დაბრუნება, თუ გამყიდველი დააგვიანებს პროდუქციის მიწოდებას.

მყიდველს აქვს შესაძლებლობა დაარეპორტოს კონკრეტული მაღაზია, თუ რომელიმე მაღაზია დაარღვევს მის უფლებებს.


გამყიდველი

პირი რომელიც შექმნის ონლაინ მაღაზიას ჩვენ პლატფორმაზე ვალდებულია დაემორჩილოს შემდეგ წესებს:

  1. ანაგრიშის შექმნისას აუცილებელია მოცემულ ველებში შეიყვანოთ ზუსტი ინფორმაცია.
  2. გამყიდველი ვალდებულია პროდუქტის დამატებისას გამოიყენოს მაღალი ხარისხის ფოტოები.
  3. გამყიდველი ვალდებულია გაითვალისწინოს მისი მომხმარებლის მოლოდინები და გამოიყენოს პროდუქციის მაქსიმალურად სწორი აღწერა.
  4. მას შემდეგ, რაც გამყიდველი განათავსებს ჩვენს პლატფორმაზე გასაყიდ პროდუქტს, იგი ვალდებულია მოახდინოს პროდუქტის გაყიდვა მხოლოდ ჩვენი არხის საშუალებით. სხვა არხით გაყიდვის შემთხვევაში, გამყიდველი ვალდებულია წაშალოს ან დამალოს დამატებული პროდუქტი პლატფორმიდან, რათა მოხდეს მომხმარებლის უკმაყოფილების თავიდან არიდება.
  5. გამყიდველი ვალდებულია დაიცვას მის მიერ მითითებული "მიწოდებისა" და "უკან დაბრუნების" პირობები.
  6. თქვენ ონლაინ მაღაზიაში ასახულ ნებისმიერ აქტივობასა და კონტენტზე, პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ.
  7. გაყიდვების პროცედურიდან გამომდინარე, გამყიდველმა შესაძლებელია მიიღოს პირადი ხასიათის ინფორმაცია მყიდველის შესახებ. ამ ინფორმაციის გამოყენება ნებისმიერი სახით აკრძალულია.
  8. მელონს აქვს უფლება წაშალოს ნებისმიერი მაღაზია, რომელიც შეიცავს უცენზურო, დისკრიმინაციურ და არაეთიკურ კონტენტს, ასევე თუ რომელიმე სხვა მაღაზია არღვევს თქვენს საავტორო უფლებებს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: info@melon.ge;

სერვისით სარგებლობის საფასური

მელონის სერვისით სარგებლობა ფინანსურ რისკებთან არ არის დაკავშირებული. იგი უფასოა მანამ, სანამ არ გაყიდით პროდუქტს.

პროდუქტის გაყიდვის შემდეგ სერვისით სარგებლობის საკომისიო ანგარიშდება ძალიან მარტივად:

თითოეული ტრანზაქციიდან 90% გერიცხებათ თქვენ - 10% ჩვენ.


რატომ გვერიცხება ჩვენ 10%?

საკომისიო საშუალებას გვაძლევს ვამუშაოთ სისტემა გამართულად და ხარისხიანად.


ვერიფიკაცია, სტატუსები და თანხის მიღება

ვერიფიკაციის გავლის შემდეგ გამყიდველს ავტომატურად ერიცხება თანხა თავის საბანკო ანგარიშზე.

ამ ეტაპზე ვერიფიკაციის გავლა და შესაბამისად გაყიდვების წარმოება შეუძლიათ მხოლოდ თიბისი ბანკის მომხმარებლებს.

გთხოვთ, მუდმივად მიუთითოთ ხოლმე ორდერ სტატუსები (მუშავდება, გზაშია, შესრულდა, გაუქმდა). ვინაიდან სისტემა ავტომატიზირებულია და თანხა გერიცხებათ შესრულებული ორდერების მიხედვით.

თანხის დაანგარიშება ხდება შესრულებული ორდერების მიხედვით და ირიცხება მომდევნო დღეს (მაქს. 3 დღის განმავლობაში დასვენების დღეების გათვალისწინებით).


მესამე პირი

გაყიდვების განსახორციელებლად შესაძლებელია ჩაერთოს მესამე პირი, მაგალითად PayPal, ან სხვა ელექტრონული გადახდის მეთოდი. თქვენ ურთიერთობთ მესამე პირთან პირდაპირ, მელონის გარეშე.


სავაჭრო მარკა და საავტორო უფლებები

მთლიანი კონტენტი, ფოტო, ტექსტი, ლოგო, კომპანიის სახელწოდება ან სერვისი რომელიც იქნება ატვირთული ონლაინ მაღაზიაში აუციელებელია იყოს უნიკალური ან ჰქონდეს მფლობელს გამოყენების ლიცენზირებული უფლება. მელონის გუნდი პასუხისმგებლობით ეკიდება ყველა ინტელექტუალურ და საავტორო უფლებებს და იგივეს მოითხოვს მომხმარებლებისგან. მელონის პლატფორმაზე საავტორო უფლებების დარღვევა აკრძალულია! ასეთი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ შეგვატყობინოთ: info@melon.ge;


კომუნიკაცია

იგრძენით თავი თავისუფლად, მოგვწერეთ რჩევები, შეკითხვები, შენიშვნები და იდეები ჩვენი სერვისის გასაუმჯობესებლად. კომუნიკაციიდან მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და ჩვენ ვიტოვებთ მათი გამოყენების უფლებას კომპენსაციის გარეშე.


ტექნიკური მხარდაჭერა

ჩვენს მომსახურებაში ხარვეზის აღმოჩენისა ან ნებისმიერი სახის დახმარების საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვწეროთ მეილზე (info@melon.ge) ან გამოიყენოთ ჩვენ ვებ გვერდზე (melon.ge) არსებული ონლაინ ჩატი.


ცვლილებები

მელონი არის განვითარებადი კომპანია და სერვისის წესები შესაძლებელია განივრცოს, დაემატოს ინფორმაცია ან შეიცვალოს შეტყობინების გარეშე. მომხმარებელი ვალდებულია დროთა განმავლობაში გადახედოს სერვისით სარგებლობის წესებს.
“წესებსა და პირობებში” ცვლილებები თარიღდება და თავსდება ამავე გვერდის ბოლოში. 


კონფიდენციალურობა

თქვენი აქტივობებიდან გამომდინარე, მაგალითად ჩვენს პლატფორმაზე დარეგისტრირებისას ან და გამყდიველისგან რაიმე პროდუქტის შეძენისას თქვენ გვაწვდით პირად ინფორმაციას. მელონი მიღებულ ინფორმაციას არ აგროვებს, განსხვავებით იმ სიტუაციისგან თუ ინფორმაცია მოწოდებული იქნება ნებაყოფლობით.

თარიღი: 29/09/2018