Melon.ge არის ძველმანების, მეორეული პროდუქციის, ხელნაკეთი ნივთებისა და სხვა უნიკალური პროდუქციისათვის განკუთვნილი ონლაინ მარკეტფლეისი.
მაღაზიის გახსნის შემთხვევაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ისარგებლოთ ჩვენი ინტეგრირებული ონლაინ გადახდის სისტემით. არ გჭირდებათ ცალკე ბანკთან ურთიერთობა.
Melon-ზე რეგისტრაცია და ონლაინ მაღაზიის გახსნა უფასოა. გადასახადი აქტიურდება მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ გაყიდით პროდუქტს. თქვენ იხდით თითოეული ტრანზაქციის 10%-ს
ჩვენი მიზანია მაღაზიის მფლობელები დავაკავშიროთ მყიდველებს ჩვენი მარკეტფლეისის, სოციალური ქსელებისა და SEO ტექნოლოგიების გამოყენებით.
პირველ რიგში რეგისტრაციით უნდა შეიმქნას ანგარიში, შემდეგ "დაიწყე გაყიდვაზე" დაკლიკვით და შესაბამისი ინფორმაციის შევსებით შესაძლებელია 5 წუთში მაღაზიის შექმნა. მაღაზიის შექმნის და მართვის პროცესი სრულად ავტომატიზირებულია და თქვენ ახორციელებთ ყველა მოქმედებას დამოუკიდებლად.
დიახ! მაღაზიის შექმნა მელონზე უფასოა. თქვენ იხდით მხოლოდ გაყიდული პროდუქტის საკომისიოს. პროდუქტის გაყიდვის შემდეგ, თითოეული ტრანზაქციიდან ავტომატურად გეჭრებათ 10% და ანგარიშზე გერიცხებათ თანხის 90%.
საკომისიო გვეხმარება სისტემის გამართულად და ხარისხიანად ფუნქციონირებაში.
ონლაინ გადახდების გააქტიურება მაღაზიაზე ხდება ავტომატურად ვერიფიკაციით. მაღაზიის შექმნის შემდეგ გამოვა ინსტრუქციის ფანჯარა, თუ როგორ უნდა გაიაროთ ვერიფიკაცია 1 თეთრის გადმორიცხვით. ვერიფიკაციის გავლის შემდეგ ავტომატურად გააქტიურდება ბარათით გადახდის მეთოდი და გაყიდული პროდუქტის თანხა (90%) ავტომატურად ჩაგერიცხებათ თქვენს საბანკო ანგარიშზე ყოველ მეორე სამუშაო დღეს.
ჩვენს მთავარ საკომუნიკაციო არხს წარმოადგენს ელ ფოსტა. გთხოვთ პერიოდულად შეამოწმოთ ხოლმე შეტყობინებები ელ ფოსტაზე, ან და პირდაპირ საიტზე "გაყიდვების" განყოფილებაში.
მიტანის სერვისს ახორციელებთ თქვენ, გამყიდველი.
მელონის სისტემა სრულად ავტომატიზირებულია. გთხოვთ, მუდმივად აკონტროლოთ ორდერის სტატუსები (მუშავდება, გზაშია, შესრულებულია), ვინაიდან თანხის ჩარიცხვა ხორციელდება "შესრულებული" ორდერების მიხედვით.
ამ შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ "ორდერის გაუქმების" ფუნქცია. ორდერის გაუქმების შემდეგ მყიდველს მისდის შეტყობინება და თანხა უბრუნდება უკან. აღსანიშნავია, რომ სისტემატიურად ორდერის გაუქმების ფუნქციის გამოყენება, შესაძლოა გახდეს მაღაზიის დაბლოკვის მიზეზი.
ჩვენთან განთავსებული პროდუქციის სხვა არხით გაყიდვის შემთხვევაში, გთხოვთ წაშალოთ/დამალოთ პროდუქტი მომენტალურად.
ამ ეტაპზე შეგიძლიათ მხოლოდ მეორეული ან და ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა. პროდუქციის განთავსებისას, გთხოვთ გამოიყენოთ მაღალი ხარისხის ფოტოები და მაქსიმალურად ზუსტი აღწერა (მეორეული პროდუქციის გაყიდვისას, აღწერაში რეკომენდირებულია 10 ბალიანი სისტემით მისი მდგომარეობის განსაზღვრა, მაგ: მდგომარეობა 8/10-ზე.).
ჩვენი გუნდი მუდმივად ახორციელებს მონიტორინგს და პროდუქტის გამიზნულად მცდარი აღწერის გამოყენება, რომელიც შეცდომაში შეიყვანს და არ დაემთხვევა მყიდველის მოლოდინებს, შესაძლოა გახდეს მაღაზიის დაბლოკვის მიზეზი.
დიახ! თუ ის არის მეორეული, თქვენი საკუთრება და არ ახორციელებთ სერიულ გადაყიდვას.
ბრენდული პროდუქციის განთავსებისას, გთხოვთ არ გამოიყენოთ ბრენდული დასახელება "დასახელებისა" და "აღწერის" ველში! (მაგ: Nike, Adidas და ა.შ.).
გაყიდვების მიღება შესაძლებელია 24/7-ზე.
მაღაზიის პარამეტრებიდან შესაძლებელია მაღაზიის დროებით დახურვა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ შვებულებაში გასვლისას.